A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

მა მგ მე მთ მი მკ მნ მო მრ მს მუ მფ მქ მღ მშ მც მწ მხ
მაგ მად მავ მაზ მაი მაკ მალ მამ მან მარ მას მატ მაც მახ მაჰ

„მამაო ჩვენო“

It. Padre nostro
სახარების არსის გამომხატველი უმთავრესი ქრისტიანული ლოცვა, რომელსაც იესო აძლევს მოწაფეებს პასუხად თხოვნაზე: „უფალო, გვასწავლე ლოცვა“ (ლუკ. 11:1). მას, აგრეთვე, ეწოდება უფლის ლოცვა, რადგანაც პირდაპირ ქრისტესაგან მომდინარეობს. „მამაო ჩვენო“ ეკლესიის უმთავრესი ლოცვაა. „მამაო ჩვენო“ ღმრთისმსახურებათა და ქრისტიანული ინიციაციის საიდუმლოთა – ნათლობის, ზიარებისა და ევქარისტიის – შემადგენელი ნაწილია. ევქარისტიაში ჩართული „მამაო ჩვენო“ ამჟღავნებს პირად თხოვნათა „ესქატოლოგიურ“ ხასიათს, უფლის იმედით, „ვიდრე მოვიდოდეს“ (1 კორ. 11,26). სახარებებში ორი ფორმულირებითაა გადმოცემული (მათ. 6:9-13; ლუკ. 11:2-4). „მამაო ჩვენო“ შეიცავს ერთ მოხმობას, შვიდ თხოვნასა და დასკვნით „ამენს“. პირველი სამი თხოვნის საგანი მამა ღმრთის დიდებაა: უფლის სახელის წმიდაყოფა, უფლის სუფევის დადგომა და ღმრთის ნების აღსრულება. დანარჩენი ოთხი თხოვნა ღმერთს ადამიანის საჭიროებებსა და სურვილებს წარუდგენს. ეს თხოვნები ეხება ადამიანის საზრდოთი უზრუნველყოფას, ცოდვისაგან მის დაცვას და უკავშირდება ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვებისთვის ბრძოლას (შდრ. CCC, 2759, შმდ.).
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9