A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

თა თე თვ თი თო
თეა თებ თეთ თეი თეკ თეო

თეიზმი

Etym. ბერძ. theós „ღმერთი“
It. Teismo
მეთვრამეტე საუკუნიდან (პირველად მან 1678 წელს, რ. კადვორთის შრომებში გამოცხადდა) ევროპის სულიერ ისტორიაში დამკვიდრდა თეიზმის ცნება, შექმნილი და შემდგომში განვითარებული ქრისტიანულ რელიგიასა და თანამედროვე ათეიზმთან, დეიზმთან, პანთეიზმთან მიმართებაში. თეიზმი აღნიშნავს ნააზრევს, დაფუძნებულს ღმრთის არსებობის მტკიცე დაჯერებულობაზე (ათეიზმის საპირისპიროდ). ეს ღმერთი აღიქმება აბსოლუტურ და ტრანსცენდენტულ არსებად (პანთეიზმის საწინააღმდეგოდ), პიროვნული და ცოცხალია და სამყაროს შექმნის (რომელიც განიმარტება, როგორც შექმნა არაფრისაგან – creatio ex nihilo) შემდეგაც განაგრძობს მოქმედებას სამყაროში და მის არსებობას უზრუნველყოფს (დეიზმის საწინააღმდეგოდ). არსებობა ღმრთისა, რომელიც მოიაზრება თავისუფალ, თვითაქტიურ, ყოვლისშემძლე, ყველგანმყოფ, ყოველისმცოდნე, კეთილად და მარადიულად, ან, როგორც ზნეობრივ ვალდებულებათა საფუძვლად, სულად და ა.შ., თეიზმში შეცნობილი ან დამტკიცებული უნდა იქნეს გონების დახმარებით (ღმრთის არსებობის დამადასტურებელი საბუთები), ისე, რომ შესაძლებელი იყოს ხსნის ისტორიაში ღმრთის გამოცხადებისათვის თავის არიდება მისი უარყოფის გარეშე.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9