A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

თა თე თვ თი თო
თეა თებ თეთ თეი თეკ თეო

თეოგონია

Etym. ბერძ. theós „ღმერთი“ და goneía „დაბადება“
It. Teogonia
ტერმინი აღნიშნავს ღმერთთა დაბადებას და მომდინარეობს ბერძენი ავტორის, ჰესიოდეს (ქრისტემდე დაახლ. 700 წ.) ამავე სახელწოდების ნაწარმოებიდან. ჰესიოდე ღმერთების დაბადებას 1000-ზე მეტ სტროფს უძღვნის და თავის თხზულებაში უფრო ადრინდელ მითოლოგიურ მასალასაც ეყრდნობა. ჩვეულებრივ, გენეალოგიური ხის ფუძემდებელია არაშექმნილი არსება, რომლისგანაც მომდინარეობენ ხშირად ერთმანეთთან და საკუთარ შემოქმედთან კონფლიქტში მყოფი ღმრთაებრივი ან ნახევრად ღმრთაებრივი არსებანი. თეოგონიასთან მჭიდრო კავშირშია კოსმოგონია (სამყაროს შექმნის ამბავი).
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9