A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ლა ლე ლი ლმ ლო ლუ
ლიბ ლიმ ლიტ

ლიბერალური თეოლოგია

It. Teologia liberale
XIX საუკუნის პროტესტანტული მიმდინარეობა, რომელიც განმანათლებლობის ხანიდან იღებს დასაბამს. ლიბერალური თეოლოგია ქრისტიანული რწმენისა და გონების შესახებ თანამედროვე დებულებათა ერთმანეთთან შეთანხმებას ესწრაფვის. პრიორიტეტი აქ რწმენას კი აღარ ენიჭება (როგორც ეს, მაგალითად, ანსელმუს კენტერბერიელთან გვაქვს), არამედ – ადამიანის ბუნებას, მის გონებას, გრძნობებს ან მის სიბრძნე-განსწავლულობას. ლიბერალური თეოლოგიის მიმდევრები არ მიიჩნევენ აუცილებლად, უარყონ ზებუნებრივი გამოცხადება (ღმრთის ჩარევა ბუნებრივ კანონთა მიღმა), და, ამასთან, ამტკიცებენ გამოცხადებას ბუნებაში, ისტორიასა და თვითცნობიერებაში. ლიბერალიზმის კათოლიკური ვარიაცია მოდერნიზმში პოვებს გამოხატულებას.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9