Etym. ბერძ. litanéia „ვედრება“ დიალოგის ფორმის ცნობილი ლოცვა, შედგება მღვდელმსახურის მოწოდებებისა და მორწმუნეთა პასუხებისაგან. ცნობილია სხვა რელიგიებშიც. ქრისტიანობაში IV საუკუნიდან დამკვიდრდა. წირვაში ლიტანიაა „კირიე ელეისონ“ („უფალო, შეგვიწყალე“). მნიშვნელობებით მდიდარი და შთამაგონებელია წმიდათა ლიტანიები, რომლებსაც წარმოთქვამენ ან გალობენ ეკლესიათა კურთხევის, სააღდგომო ცისკრისა და სხვა დღესასწაულთა დროს. აგრეთვე, ფრიად ცნობილია ლორეტას ლიტანიები წმიდა მარიამის საპატივცემლოდ, რომლებიც სავარდის დასასრულს წარმოითქმის. მთავარი ლიტანია ეწოდებოდა მსვლელობას, რომელიც იმართებოდა რომში 25 აპრილს, ლუჩინას წმიდა ლავრენტის ბაზილიკიდან წმიდა პეტრეს ბაზილიკამდე, ღმრთისთვის უხვი მოსავლის სათხოვნელად. ამ მსვლელობაში პაპიც იღებდა მონაწილეობას.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4