A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

აბ აგ ად ავ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას აუ აფ აქ აღ ახ
აპო

აპოკალიფსი/გამოცხადება

Etym. ბერძ. apokálypsis „გამოცხადება“
It. Apocalisse
არსებითი სახელი აღნიშნავს გამოცხადებას, გამოაშკარავებას, რაც, უპირველეს ყოვლისა, მომავალ დროთა აღსასრულის ხილვასა და მის მომასწავებელ ნიშნებს შეეხება. ამ სახელწოდებას ატარებს წმიდა იოანეს წინასწარმეტყველური წიგნი, რომელიც „აპოკალიპტურ“ ლიტერატურულ ჟანრს განეკუთვნება და ახალ აღთქმას ამთავრებს. პროლოგისა და ეპილოგის გარდა, „გამოცხადება“ ორი ნაწილისაგან შედგება: პირველი მათგანი მოიცავს წერილებს შვიდი ეკლესიისადმი, მეორე კი წინასწარეტყველურ ხილვებს ეთმობა. ნაწარმოების მთავარი იდეაა დაპირისპირება ორ ხელმწიფებას (ეკლესია და მსოფლიო), ქრისტესა და ანტიქრისტეს, რჩეულთა და დაღუპულთა შორის. ეს დაპირისპირება გადაწყდება „სამსჯავროთი“, რომელსაც ღმერთი წარმართავს იესოს — უფლისა და მსაჯულის — მეშვეობით. „გამოცხადება“ ქრისტოლოგიურ-სოტერიოლოგიური ხასიათის პოემაა, რომელსაც აქვს შვიდი ეკლესიით წარმოდგენილი პროკონსულის გამგებლობაში მყოფი აზიის ქრისტიანთა მიმართ წარგზავნილი წერილის ფორმა; ამავე დროს, ის არის ახალი აღთქმის იდეათა და იმედთა სინთეზი და ახალი და უკანასკნელი დროის წინასწარმეტყველება. ტრადიციის თანახმად, „გამოცხადება“ დომიციანეს მეფობის დასასრულს, დაახლოებით 95 წელს შეიქმნა.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9