A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ლა ლე ლი ლმ ლო ლუ
ლიბ ლიმ ლიტ

ლიტურგია

Etym. ბერძ. léiton érgon „საზოგადო საქმე“
It. Liturgia
კლასიკურ ბერძნულ საზოგადოებაში ლიტურგია ეწოდებოდა სახელმწიფოს ან ღმრთაებისათვის („რელიგიური მსახურება“) შესრულებულ მეტ-ნაკლებად სავალდებულო ნებისმიერ „მსახურებას“. სეპტუაგინტაში ეს ტერმინი მღვდელმსახურთა მიერ ტაძარში წმიდა წესის აღსრულებას, ახალ აღთქმაში კი ქრისტეს, მარადიული მღვდელმსახურის მსახურებას აღნიშნავს. IV საუკუნიდან ლიტურგია უმაღლეს საკულტო მსახურებას, წირვას ეწოდება. შუა საუკუნეებში ლიტურგიის ცალკეულ სინონიმებს ენიჭებოდა უპირატესობა, როგორებიცაა, მაგალითად, „ოფიციუმი“, „კულტი“, „ფუნქცია“, „რიტუალი“ და სხვ. ლიტურგიის განვითარებაში მნიშვნელოვანი პერიოდი იყო IV-V საუკუნეები, ამ დროს დაიწყო ჩამოყალიბება როგორც საიდუმლოთა ლიტურგიამ, ისე ჟამთა კანონიზაციამ (წელიწადი და დღის საათები), საჯარო ლოცვის მეშვეობით. ამავე დროს, ჩამოყალიბდა სხვადასხვა წესიც: აღმოსავლეთში – კოპტური, ეთიოპიური, სომხური, ხოლო დასავლეთში – აბროსისეული, მოზარაბიკული, გალიური წესები. ლიტურგიულ მსახურებას ფორმულართა მეშვეობით ასრულებდნენ (ლეონისეული, გელასესეული, გრიგოლისეული...). ტრიდენტის კრების შემდეგ გამოქვეყნებული ლოცვანი, კონდაკი, სამღვდელმთავრო კონდაკი და რომის საწესო დაედო საფუძვლად რომაულ ცერემონიალს. ვატიკანის II კრებამ ლიტურგიასა და მის რეფორმას მიუძღვნა დადგენილება Sacrosanctum concilium (1963) და განსაზღვრა ლიტურგია, როგორც წმიდა ქმედება, რომლის მეშვეობითაც წესის აღსრულებით ეკლესიაში და ეკლესიის მეოხებით აღსრულდება და გრძელდება ქრისტეს მღვდელმსახურება, ანუ ადამიანთა განწმედა და ღმრთის განდიდება. კრების მომდევნო წლებში ამ დადგენილებამ ახალი ლიტურგიული წიგნების გამოქვეყნება განაპირობა. მათ შორისაა მესის წესი: ზოგადი დადგენილება რომის წესისათვის (1969), სამღვდელმსახურებო ხელდასხმის წესი (1968), ბავშვთა მონათვლის წესი (1969), მირონცხების წესი (1971), სნეულთა ცხების წესი (1972), მონანიების წესი (1974)...
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9