A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ლა ლე ლი ლმ ლო ლუ
ლიბ ლიმ ლიტ

ლიტურგიული წელი

It. Anno liturgico
ეწოდება მზის წლის ხანგრძლივობის დროის მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც ეკლესია დადგენილ დღეებში ქრისტეს მხსნელ ქმედებას განადიდებს (შდრ. SC, 102), წმიდა ხსოვნის აღსანიშნავი დღესასწაულების მეშვეობით. ლიტურგიული წელი რამდენიმე ძირითად ელემენტს მოიცავს. ესენია: – კვირადღე (dies dominica „უფლის დღე“), იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის დღე: ევქარისტიული შეკრების, სიხარულისა და სამუშაოსაგან დასვენების დღე; – საგანგებო დრო ანუ არსებითი სტრუქტურა, რომელიც მოიცავს ქრისტეს ყველა საიდუმლოების აღნიშვნას აღდგომისა და შობის ორ ციკლში; გრძელდება ჩვეულებრივი დროით „წლის განმავლობაში“; – წმინდათა გამორჩეულობა ანუ კანონიზირებულ ქრისტიანთა მოხსენიება: უფრო მნიშვნელოვან პირთა საყოველთაო კალენდრის, ხოლო ადგილობრივი წმინდანებისთვის კი – ადგილობრივ ეკლესიათა და სამოწესეო საკრებულოთა ცალკეული კალენდრების მიხედვით. ლიტურგიული წელი იწყება ადვენტის პირველი კვირადღის მწუხრით და შემდეგნაირად იყოფა: ადვენტი; შობის დრო (მთავრდება ნათლისღების შემდეგ კვირადღეს); ჩვეულებრივი დრო „წლის განმავლობაში“ (ორშაბათიდან, რომელიც მოსდევს კვირადღეს 6 იანვრის შემდეგ, დიდი მარხვის წინა სამშაბათამდე); დიდი მარხვა (ნაცრის ოთხშაბათიდან უფლის სერობის წირვამდე, მისი გამოკლებით); უფლის ვნებისა და მკვდრეთით აღდგომის სააღდგომო სამდღეური; აღდგომის დრო (აღდგომის კვირადღიდან სული წმიდის გარდამოსვლის კვირადღემდე); ჩვეულებრივი დრო „წლის განმავლობაში“ (სული წმიდის გარდამოსვლის მომდევნო ორშაბათიდან ადვენტის პირველი კვირადღის მწუხრამდე).
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9