A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ლა ლე ლი ლმ ლო ლუ
ლოგ ლოლ ლოც

ლოლარდები

It. Lollardi
ინგლისელი ერეტიკოსები. სახელის ჰოლანდიური წარმოშობა (lollen „დარწევა“), დაკავშირებული ბეგინ ქალთა და ბეგარდთა მიერ ავადმყოფთათვის გაწეულ სამსახურთან და XIV საუკუნის დასაწყისში ანვერსში ჭირის ეპიდემიის დროს დაკრძალვებთან, შემდეგ დავიწყებას მიეცა და შეიცვალა ლათინური სახელით lollium („ღვარძლი“), რაც მიუთითებს მათეს იგავზე (13:24, შმდ.) ხორბლისა და ღვარძლის შესახებ. ამ სახელით მოიხსენიებენ იმ „ღატაკ მღვდლებს“, რომლებიც, ოქსფორდელი თეოლოგის ჯონ ვიკლიფის (ჰუსიტები) სულიერების შესაბამისად, სოფლებში დაიარებოდნენ, როგორც მქადაგებელნი და, ეგრეთ წოდებული ლოლარდთა ბიბლიის (ვულგატის თარგმანი ადგილობრივ ენაზე) თანახმად, „ღმრთის კანონს“ სახელმწიფოსა და ეკლესიისათვის ერთადერთ ნორმად აცხადებდნენ. ლოლარდებმა ქადაგება ვიკლიფის სიკვდილის (1384) შემდეგაც გააგრძელეს; მოუწოდებდნენ პარლამენტს, გაეტარებინა საეკლესიო და სოციალური რეფორმა (1395). მათი, როგორც ერეტიკოსთა, დევნა დაიწყო 1401 წლის დეკრეტის საფუძველზე (De haeretico comburendo), განსაკუთრებით, ჯონ ოლდკასტლისა და 37 ლოლარდი მეთაურის გასამართლებისა და სიკვდილით დასჯის შემდეგ (1417). ამის მიუხედავად, ლოლარდებმა XVI საუკუნემდე იარსებეს.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9