A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ქა ქე ქო ქრ
ქრი

ქრისტიანთა ერთიანობისათვის ლოცვის კვირეული

It. Settimana di preghiera per l’unità dei cristiani
ეს კვირეული 18-25 იანვარს ტარდება და არის ერთობლივი ძიების, იესო ქრისტესადმი მორჩილებისა და ერთიანობის გზაზე არსებული დაბრკოლებების გადალახვის სურვილის გამოხატულება. კვირეულის მოწყობის იდეა ეკუთვნის ანგლიკან მღვდელს, პოლ ჯ. ფრენსის უოტსონს (†1940), რომელმაც 1909 წელს მის მიერ დაარსებულ საკრებულოსთან ერთად კათოლიკეობა მიიღო. ჯერ კიდევ 1908 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში ანგლიკანთა და რომაული წესის კათოლიკეთა ცალკეული ჯგუფები ერთობლივი ლოცვის პირველ კვირეულზე შეიკრიბნენ, რომელიც შემდგომ ათწლეულებში მრავალ ქრისტიანულ ეკლესიაში აღინიშნა. ინიციატივას პაპებმა დაუჭირეს მხარი, პირველი მათ შორის იყო პიუს X (1903-1914). 1846 წელს ლოცვის კვირეული (იანვრის პირველ კვირას) ევანგელიკურმა ალიანსმა ჩაატარა. ტერიტორიული ევანგელისტური ეკლესიები და გერმანიის თავისუფალი ეკლესიები ლოცვის კვირეულს სული წმიდის გადმოსვლის კვირას აღნიშნავენ.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9