A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ქა ქე ქო ქრ
ქრი

ქრისტიანობის კურსები

It. Cursillos de cristianidad
ქრისტიანული მოძრაობა, რომლის დასახელება მომდინარეობს ქრისტიანული აღზრდის ხანმოკლე კურსების სახელწოდებიდან. ამ კურსების დანიშნულებაა სახარების ქადაგების პირველადობის ხაზგასმა და სარწმუნოების, როგორც მთლიანად პიროვნული ცხოვრების მთავარი ელემენტის, ზრდის ხელშეწყობა. ამგვარი მოძრაობის შექმნის იდეა 1940-იანი წლების დასასრულს ესპანური კათოლიკური ქმედების რიგებში წარმოიქმნა, რწმენის სუფთა სოციოლოგიურ ფაქტამდე დაყვანის ტენდენციის საწინააღმდეგოდ. პირველი კურსი 1949 წლის 7-10 იანვარს მაიორკაზე ჩატარდა. 1963 წელს მოძრაობა პავლე VI-მ დაამტკიცა და ძალიან მალე ის მთელ მსოფლიოში გავრცელდა. კურსები სამი ფაზისგან შედგება: precursillo (სახარების ქადაგებისთვის მომზადება), ცურსილლო (უშუალოდ სახარების ქადაგება; გრძელდება სამ დღეზე ცოტა მეტ ხანს), postcursillo (ეკლესიაში ქრისტიანული მომწიფება სამყაროში დამოწმებისათვის მზადყოფნის მიზნით).
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9