A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ქა ქე ქო ქრ
ქრი

ქრისტიანულ სკოლათა ძმები

It. Fratelli delle scuole cristiane
საერო პირთა რელიგიური კონგრეგაციის წევრები, რომლებმაც მათი გაერთიანების დამაარსებლის, წმიდა იოანე ბატისტა დე ლა სალის მაგალითით, ჭაბუკთა აღზრდისა და განათლების უზრუნველყოფას მიუძღვნეს თავი. პირველი სახალხო სკოლები რეიმსში, დაახლოებით 1680 წელს გაიხსნა. მალევე გაიხსნა მორჩილთა დაწესებულება (ნოვიციატი) და სემინარია თავად აღმზრდელთათვის. კონგრეგაციის დამახასიათებელი თვისება ისაა, რომ მისი წევრები საერო პირები არიან. რელიგიური ცხოვრების სამი აღთქმის გარდა, კონგრეგაციის წევრები, აგრეთვე, ღარიბთათვის უანგარო სწავლების აღთქმასაც დებენ. ამჟამად ქრისტიანულ სკოლათა ძმები, რომელთა რიცხვიც მსოფლიოს 80 ქვეყანაში დაახლოებით 10000-ს აღწევს, 1125 დაწყებით თუ სახალხო სკოლაში ასწავლიან.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9