A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ქა ქე ქო ქრ
ქრი

„ქრისტეს მიბაძვა“

It. Imitazione di Cristo
სათაური შუა საუკუნეთა ასკეტური თხზულებისა De imitatione Christi, რომელიც ოთხ წიგნად, ანუ ტრაქტატადაა დაყოფილი. ლათინურად დაწერილი ეს წიგნი ტიპურ სამონასტრო თხზულებას წარმოადგენს, თუმცა ტექსტის ძირითადი იდეები, დაკავშირებული მოკვდინებასთან, ქრისტიანულ სათნოებათა მიყოლასა და იესო ქრისტესთან მუდმივ კავშირთან, ამ ნაშრომს საყოველთაო ღირებულებას ანიჭებს. წარსულში ის საერო პირთა შორისაც ფართოდ იყო ცნობილი. მისი ავტორის ვინაობა დიდი ხნის მანძილზე საკამათო იყო. მრავალი მკვლევარი იზიარებს მოსაზრებას, რომ ესაა თომა კემპიელი (1378-1471). ნაშრომს ახალი ღმრთისმოსაობის გავლენა ეტყობა. წიგნი, ბიბლიის შემდეგ, ყველაზე მეტ ენაზე თარგმნილი ნაწარმოებია. მისი პირველი გამოცემა 1483 წლით თარიღდება.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9