A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ქა ქე ქო ქრ
ქრი

ქრისტე

Etym. ბერძ. christós, თარგმანი ებრაული სიტყვისა mashîah („მესია“), „ცხებული“, „კურთხეული“
It. Cristo
ძველ აღთქმაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კატეგორიაა და აღნიშნავს ჟამთა აღსასრულის იდეალურ მეფე-წინასწარმეტყველ-მღვდელმსახურს, რომლის მეშვეობითაც განხორციელდება საყოველთაო და სულიერი ხასიათის მქონე წინასწარმეტყველებანი. პირველმა ქრისტიანებმა მესია იესო ნაზარეველთან გააიგივეს და ჩამოაყალიბეს გამოთქმა იესო ქრისტე („იესო მესიაა“). ქრისტე ქრისტოლოგიური სახელია, რომელიც ყველაზე ხშირად გვხვდება ახალ აღთქმაში (დაახლოებით 535-ჯერ). საბოლოოდ ის იესოს მეორე სახელად იქცა.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9