A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ქა ქე ქო ქრ
ქორ

ქორწინების დადასტურება

Etym. შუა საუკუნეობრივი ლათ. convalidare
It. Convalida del matrimonio
კანონიკური სამართლის კოდექსის თანახმად, ესაა აქტი, რომლითაც კანონიერი ძალა ენიჭება ძალადაკარგულ ქორწინებას. დადასტურება შეიძლება უმთავრესად იყოს ორი ტიპისა: მარტივი ან „ფესვის განკურნების“ სახისა. მარტივ დადასტურებას ადგილი აქვს იმ შემთხვევაში, როდესაც ქორწინება ბათილია გამაუქმებელი ან ხელისშემშლელი პირობის მიზეზით, თანხმობის მიუღწევლობის ან შეცდომის გამო. პირველ შემთხვევაში საჭიროა, რომ „ხელისშემშლელი მიზეზი აღმოიფხვრას ან მოხდეს მისგან თავის გათავისუფლება და თანხმობის განახლება თუნდაც იმ მხარის მიერ, რომელიც აცნობიერებს ამ შეფერხებას“ (CIC, კან. 1156). მეორე შემთხვევაში დადასტურება გაიცემა, თუ მხარე, რომელსაც არ ჰქონდა მიცემული თანხმობა, აცხადებს თანხმობას. მესამე შემთხვევაში კი ქორწინება ხელახლა უნდა შედგეს კანონიკური ფორმის თანახმად. „ფესვების განკურნება“ შეიძლება გასცეს სამოციქულო საყდარმა ან, ცალკეულ შემთხვევებში, სადიოცეზო ეპისკოპოსმა და ის წარმოადგენს დადასტურებას თანხმობის განახლების გარეშე. „ის იწვევს გათავისუფლებას შეფერხებისაგან, თუკი ასეთი არსებობს, და კანონიკური ფორმისგან, თუ ის არ იქნა დაცული, აგრეთვე, კანონიკურ შედეგთა უკუმოქმედებას წარსულში“ (CIC, კან. 1161).
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9