A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ქა ქე ქო ქრ
ქორ

ქორო

Etym. ტერმინი chorós თავდაპირველად ბერძენთათვის აღნიშნავდა მგალობელთა ერთობლიობას, შემდეგ – სიმღერას, რომლის თანხლებითაც სრულდებოდა ცეკვები, მოგვიანებით კი იმ ადგილსაც, სადაც ცეკვა იმართებოდა. ლათინურ სიტყვას chorus ქრისტიანებმა იგივე მნიშვნელობები მიანიჭეს
It. Coro
ის აღნიშნავდა: მგალობელთა გუნდს, წმიდა გალობას და ადგილს, სადაც მგალობლები გალობდნენ. არქიტექტურული თვალსაზრისით, ქორედი (coro) ეწოდება მღვდლის სამყოფლის (პრესბიტერიუმის) ნაწილს, რომელიც საკურთხევლის გარშემო ან მის უკან მდებარეობს და ხშირად დართული აქვს ნატიფად შესრულებული ხის სკამები, საიდანაც კაპიტოლუმის კანონიკოსები ან სამონასტრო საკრებულოს მონაზვნები („საგუნდოდ“ წოდებულ) ჟამნის კითხვასა და სხვა ლიტურგიული მსახურების აღსრულებაში მონაწილეობენ.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9