A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ქა ქე ქო ქრ
ქებ ქერ

ქერობინები

Etym. ძველი ბაბილონური ფუძიდან karibu „ის, ვინც ლოცულობს, აკურთხებს, ქომაგობს“; შემდეგ ებრაულში დამკვიდრდა ფორმა kerûbhîm
It. Cherubini
ზებუნებრივი არსებანი, ღმრთის ნების აღმსრულებელნი. პირველად მიწიერი სამოთხის ზღურბლთან ჩნდებიან (დაბ. 3:23-24), რათა ცეცხლოვანი მახვილის მეშვეობით ადამსა და ევას სიცოცხლის ხისკენ მიმავალი გზა გადაუღობონ. ებრაელთათვის მხოლოდ ქერობინთა გამოსახვა იყო ნებადართული. ღმრთის ბრძანებით, მოსემ ორი ქერობინის ოქროჭედილი გამოსახულება მოსანანიებლის კიდეებზე, სკივრზე, პირით ერთმანეთისკენ მოათავსა, როგორც იაჰვეს უხილავი თანდასწრების სიმბოლო. ქერობინთა გამოსახულებები სოლომონის ტაძარშიც იყო, იქაც სკივრის მცველთა სახით. ამიტომაც ქერობინნი უფრო მცველთა ფუნქციას ასრულებენ, ვიდრე მაცნეთა. ქრისტიანული ტრადიციის თანახმად, ქერობინები არიან ანგელოსები, ანუ სულიერი არსებანი, ღმრთის უხილავი მსახურნი.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9