ქრისტოლოგიური ერესი, რომლის სახელწოდებაც მომდინარეობს ლაოდიკიელი ეპისკოპოსის, აპოლინარიუსის, სახელიდან, რომელიც, ქრისტეს ღმრთაებრიობის უარმყოფელ არიანელობასთან დაპირისპირებლად, ამტკიცებდა, რომ ქრისტეში სიტყვამ (ნ.ლოგოსი) იესოს სამშვინველის სულიერი ნაწილი ჩაანაცვლა. ამგვარად ეჭვქვეშ დგებოდა ქრისტეს ადამიანურობის სისრულე.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4