A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ღა ღი ღმ
ღმე ღმრ

ღმრთის სიტყვა

It. Parola di Dio
აღნიშნავს ღმრთის გამოვლინებას ისტორიაში ადამიანისათვის შესაბისი ხერხებით, მისაწვდომობითა და დიალოგის ფორმით, ხსნის ჩანაფიქრის შესაბამისად:
თავისი სიტყვით ღმერთმა შექმნა სამყარო და განაგებს მას (დაბ. 1:1-2:4; იობ. 37:5-13; ფსალ. 33:6; 107:20; 148:5, შმდ.; ზირ. 39:16, შმდ.; ეს. 44:7.26.28; 48:12, შმდ.; 55:10, შმდ.; იერ. 1:12),
განსჯის (1 ნეშტთ. 16:33; ეს. 66:14; ოს. 6:3; აბდ. 2:3; ზაქ. 14:4; მალ. 3:2),
ირჩევს ხალხს და ასწავლის მას (რჯ. 4:36; 6:4; 10:12-25).
იესო თვით ღმრთის სიტყვაა (იოან. 1:1-14; ებრ. 1:1, შმდ.),
წარმოგზავნილი სამყაროში მამა ღმრთის ნების გამოსაცხადებლად და ადამიანთათვის ღმრთის შვილებად აყვანის საბოძებლად (იოან. 1:12; 3:34; 8:28; 10:35; 12:49, შმდ.; 14:24; 17:8.14).
ის განსასჯელად დაბრუნდება (მათ. 16:27; 24:44; მარკ. 13:26; 14:62; ლუკ. 12:35, შმდ.; 17:23, შმდ.; 18:8; 21:27).
ღმრთის სიტყვა მოქმედებს გამოცხადების მეშვეობით (რომ. 1:16; 1 კორ. 14:36; კოლ. 1:25; 1 თეს. 2:13; 2 თეს. 2:1; ებრ. 4:12) მათი ხსნისათვის, ვინც იღებს მას რწმენით, მიენდობა და მისდევს მას (ლუკ. 8:21; რომ. 1:16; იაკ. 1:22, შმდ).
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9