A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ცა ცდ ცე ცვ ცი ცო ცრ ცუ ცხ
ცათ

ცათა სასუფეველი

It. Regno dei cieli/Regno di Dio
გამოთქმა და ცნება, რომელიც გამოხატავს „ღმრთის სასუფეველს, ღმრთის საუფლოს, ღმრთის მეფურ უზენაესობას“ (ბერძ. basileía thoû theû). ადრეული იუდაიზმის დროინდელი აბსტრაჰირება გამოთქმისა „ღმერთი არის მეფე (იქცევა მეფედ)“ (ებრ. malak Jhwh). რაბინული წარმოშობის გამოთქმა „ცათა სასუფეველი“ (malkût Samajim; შდრ. basileía tôn ouranôn მათესთან) ღმრთის სახელის ხსენების აკრძალვის ტენდენციის ნაყოფია. ეს ორი გამოთქმა აღნიშნავს სამყაროზე, ისტორიასა და ადამიანებზე ღმრთის სრულ და გადამწყვეტ უზენაესობას. მათ ხშირად ვხვდებით სინოპტიკოსებთან, რადგანაც ცათა სასუფევლის თემა უმთავრესია იესოს ქადაგებებში (მათ. 4:23; 9:35; მარკ. 1:15). ცათა სასუფევლის შესახებ მრავალი იგავი მოგვითხრობს (მათ. 13; მარკ. 4), ის წარმოდგენილია, როგორც უკვე თანამსწრები რეალობა (მათ. 12:28; ლუკ. 17:20; 21:32), თავის აღსრულებას კი ის ესქატოლოგიაში პოვებს (მათ. 12:43; 25:31, შმდ.; შდრ. 1 კორ. 15:25, შმდ.).
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9