ვატიკანის II კრების დოკუმენტებში და კანონიკური სამართლის კოდექსში გამოთქმა აღნიშნავს საკუთარი თავის მიძღვნის სახეს სახარებისეულ რჩევათა აღსრულებისადმი, რომელიც საჯაროდ აღიარებულია და ცხოვრების წესადაა დაკანონებული ეკლესიის მიერ. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ეკლესიაში სახარებისეულ რჩევათა აღსრულების მიზნით სიყვარულის სრულყოფის ძიებაში ღმრთისადმი საკუთარი თავის მიძღვნის სხვა სახეებიც არსებობს, რომლებიც ასევე შეიძლება მიჩნეულ იქნეს ღმრთივშეწირული ცხოვრების სახეობებად.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4