A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

შა შე შვ შთ ში შო შუ
შაბ შალ შამ შარ შაქ შაჰ

შაბათიანელობა

It. Sabbatianismo
მესიანური მოძრაობა, რომელმაც საბოლოოდ სექტანტური (ნაწილობრივ ანტინომისტიკური) სახე მიიღო. ის XVII-XVIII საუკუნეებში, იუდაიზმის წიაღში აღმოცენდა და უკავშირდება შაბათაი ცევის (1626-1676) პიროვნებას, რომელიც 1665 წელს პალესტინასა და მცირე აზიაში მესიად ასაღებდა თავს და მთელ დიასპორაში (და თვით ქრისტიანთა შორისაც) ესქატოლოგიური ეიფორია გამოიწვია. მოძრაობის საფუძვლად იქცა მონანიების სახალხო მოძრაობათა მიერ გაუბრალოებული კაბალა და 1648 წლისათვის ნავარაუდევი სამყაროს აღსასრულის გავრცელებული მოლოდინი. ოსმალეთის ხელისუფლებამ დააპატიმრა ფსევდომესია და მანაც, სიცოცხლის შესანარჩუნებლად, ისლამი მიიღო, რამაც საყოველთაო გაწბილება გამოიწვია. თუმცა დარჩა მისი მოძღვრების მიმდევართა გარკვეული რაოდენობა, რასაც, უმთავრესად, ნათან ღაზელის თეოლოგიამ შეუწყო ხელი: მის თანახმად, ფსევდომესიის საქციელი ხსნისთვის აუცილებელ ქმედებად იქნა განმარტებული.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9