აღნიშნავს ექსტაზურ – ინსტიტუციონალურ და ოფიციალურ – კონტაქტს, რომელსაც ცალკეული ადამიანები ამყარებენ ზებუნებრივ არსებებთან, საკუთარი საზოგადოებრივი ჯგუფის სამსახურში. ტერმინი ტუნგუსური წარმომავლობისაა. სამხრეთელი ტუნგუსები სიტყვით „შამან“ (ექსტაზში მყოფი) აღნიშნავენ რელიგიური მსახურების აღმსრულებლებს, რომლებიც მჭიდრო კავშირს ამყარებენ „სულებთან“ და აქვთ ექსტაზში ჩავარდნის, მისი გამოწვევისა და შენარჩუნების უნარი. არაამქვეყნიურთან კონტაქტის დამყარება ის გზაა, რომლის მეშვეობითაც შამანები სულებისაგან იღებენ მითითებებსა და დახმარებას ჯგუფში არსებული კრიტიკული მდგომარეობის გადასალახავად. შამანიზმის ინსტიტუტი ცენტრალური და ჩრდილოეთ აზიის მრავალ რეგიონში, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაშია განვითარებული. უფრო ვიწრო გაგებით, შამანიზმი ოთხ ძირეულ ელემენტს მოიცავს, ესენია: ექსტაზი, მიღმიერთან კონტაქტი, ოფიციალურობა და ალტრუისტული მიზნები.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4