A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

შა შე შვ შთ ში შო შუ
შაბ შალ შამ შარ შაქ შაჰ

შარიათი

Etym. არაბ. აღნიშნავს „გზას“
It. Shari’ah
ისლამური კანონი, დაფუძნებული ორ ძირეულ წყაროზე: ყურანსა და ტრადიციაზე. მისი დებულებები თეორიულად შეიძლება დაეყრდნოს, აგრეთვე, განსაზღვრული პერიოდის ყველა კანონმცოდნის თანხმობას.

შარიათის თანახმად, ადამიანთა ქმედებები შემდეგ კლასიფიკაციას ექვემდებარება:
ა) სავალდებულო;
ბ) სასურველი;
გ) დაშვებული;
დ) გაკიცხული ან დაგმობილი;
ე) აკრძალული ქმედებები.

შარიათის წიგნები შეიცავს ისლამური კანონის დებულებებს შემდგომ საკითხებთან დაკავშირებით:
რელიგიური ვალდებულებანი;
ოჯახური სამართალი;
მემკვიდრეობითი, საკუთრების და გარიგებითი სამართალი;
სისხლის სამართლის და საპროცესო სამართალი;
ადმინისტრაციული სამართალი;
წმიდა ომის (ჯიჰადი) წარმოება.

რაც შეეხება შარიათის მისადაგებას პრაქტიკულ ცხოვრებასთან, იურიდიულ ნორმათა შესრულების უზრუნველყოფა ევალება ისლამური საკრებულოს წინამძღვარს, იქნება ეს ხალიფა, იმამი თუ სულთანი, და კიდევ, მოსამართლეს (ყადი). მათთან ერთად არის, აგრეთვე, მრჩევლის სტატუსის მქონე კანონმცოდნე (ეწოდება ფაქიჰ, ალიმ, მრ.რ.: ულამა; თუ ოფიციალური თანამდებობის პირია, ეწოდება მუფტი).

Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9