Etym. არაბ. აღნიშნავს „რწმენის აღსარებას“, „დამოწმებას“ რელიგიური თვალსაზრისით, ისლამში ეს არის სარწმუნოების აღსარება – ისლამის ხუთი ცნებიდან ერთ-ერთი. წამოადგენს ფორმულას: „არ არსებობს სხვა ღმერთი ჭეშმარიტი ღმრთის გარდა და მუჰამადი მისი წინასწარმეტყველია“, რომლითაც მუსლიმი მორწმუნე ისლამისადმი თავისი კუთვნილების აღსარებას წარმოთქვამს (ყურ. 4:136). ისლამზე მოქცევა გულისხმობს შაჰადის წარმოთქმას მოწმეთა წინაშე, რომლებიც შესაბამის დოკუმენტს ადგენენ და საკუთარი ბეჭდით ამოწმებენ მას. მხოლოდ ამ იურიდიული აქტის გაფორმების შემდეგ იქცევა მოქცეული მუსლიმად. მუსლიმი, რომელიც სიცოცხლეს სწირავს რწმენისათვის, შაჰიდად, – ანუ მოწმედ, მოწამედ, წამებულად, – იწოდება.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4