A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

შა შე შვ შთ ში შო შუ
შებ შეე შეთ შეკ შემ შენ შეო შეპ შერ შეს შეუ შეჩ შეძ შეწ

შეთანახმება

Etym. ებრ. „ბერით“, რომელიც აღნიშნავს შეთანხმებას წმიდა ხასიათის გაერთიანების გამო
It. Alleanza
ძველი აღთქმის საფუძველმდები ცნება, რომელიც ერთგულებაზე მიუთითებს. ძველ აღთქმაში აღწერილია ღმრთაებრივი თაოსნობით გამტკიცებული ასეთი შეთანხმების სხვადასხვა სახე. მაგალითად, შეთანხმება, რომელიც დაიდო ნოესა და წარღვნისშემდგომ კაცობრიობასთან (შდრ. დაბ. 9:8-17), აბრაამსა და მის შთამომავლებთან (შდრ. დაბ. 15:18; 17), დასასრულ, ეგვიპტეში ტყვეობის შემდეგ ისრაელის თორმეტ ტომთან სინაის მთაზე (შდრ. გამ. 19-24). ეს შეთანხმება თვით ისრაელი ხალხის, როგორც ღმრთის ერის, არსებობის საფუძველია. ახალ აღთქმაში ლაპარაკია ქრისტეს სისხლით განმტკიცებული ახალი შეთანხმების შესახებ მთელი კაცობრიობისათვის (შდრ. მათ. 28: 28; 2 კორ. 3:6; ებრ. 8-9), რომელიც ჯერ კიდევ წინასწარმეტყველებმა განჭვრიტეს (შდრ. იერემ. 31:31-34).
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9