A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

მა მგ მე მთ მი მკ მნ მო მრ მს მუ მფ მქ მღ მშ მც მწ მხ
მაგ მად მავ მაზ მაი მაკ მალ მამ მან მარ მას მატ მაც მახ მაჰ

მადლი

Etym. ლათ. gratia, რაც წარმოადგენს თარგმანს ბერძნული სიტყვისა cháris „კეთილგანწყობა“, „მოწყალება“
It. Grazia
ძველ აღთქმაში ტერმინი აღნიშნავს აღთქმაზე დამყარებულ ღმრთის სიყვარულს ისრაელი ხალხის მიმართ. ახალ აღთქმაში და, განსაკუთრებით, წმიდა პავლესთან, მადლი აღნიშნავს ღმრთის მიერ ადამიანთათვის საკუთარი სიცოცხლის უანგარო მიძღვნას ქრისტეს მსხვერპლშეწირვით, რის შედეგადაც ქრისტიანები ნათლისღებისა და სული წმიდის ნიჭის მეშვეობით „ღმრთის შვილებად“ იქცევიან (რომ. 6:3, შმდ.; 8:14, შმდ.). სხვაგვარად რომ ვთქვათ, „მადლი არის სამსახური, უანგარო დახმარება, რომელსაც ღმერთი გვიწევს, რათა მის მოხმობას ვუპასუხოთ: ვიქცეთ ღმრთის შვილებად, აყვანილ შვილებად, გავხდეთ ღმრთაებრივი ბუნების, მარადიული ბუნების თანამონაწილენი“ (CCC, 1996). მადლი შეიძლება იყოს ჩვეულებრივი (მუდმივი და ზებუნებრივი განწყობა, რომელიც სრულყოფს სამშვინველს, რათა მას ღმერთთან თანაარსებობის უნარი მიანიჭოს) და აქტუალური (ღმრთაებრივი ჩარევა მოქცევის დასაწყისსა და წმიდადყოფის პროცესში) (შდრ. CCC, 2000). მადლის თემა ქრისტიანობის პირველივე საუკუნეებიდან იქცა თეოლოგთა განსჯის საგნად. წმიდა ავგუსტინე, პელაგიანელობის საპირისპიროდ, ამტკიცებს მადლის აბსოლუტურ აუცილებლობას და განასხვავებს წარმომავალსა (მოქცევასთან დაკავშირებულ) და მომდევნო მადლს. კათოლიკური თეოლოგია ყოველთვის ხაზგასმით აღნიშნავდა ქრისტეს მსხვერპლშეწირვას, მადლის უანგარობასა და მის საყოველთაობას შორის ურღვევ კავშირს. ქრისტეს წყალობით თითოეული ადამიანი იღებს მადლს, რათა, თავისი ისტორიული ვითარებისგან დამოუკიდებლად, თავისი მიზნის – ღმერთში ცხოვრების – მიღწევა შეძლოს. მაგრამ თითოეულმა ადამიანმა, საკუთარ შესაძლებლობათა შესაბამისად, მადლის ქმედებასთან უნდა ითანამშრომლოს. აღმოსავლური თეოლოგია უფრო მეტ ყურადღებას მიაპყრობს მადლისეული განღმრთობის ასპექტს (მადლის მეშვეობით ადამიანი თვით ღმრთაებრივი ბუნების თანამონაწილე ხდება), ვიდრე მადლისეული ხსნის ასპექტს.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9