A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

მა მგ მე მთ მი მკ მნ მო მრ მს მუ მფ მქ მღ მშ მც მწ მხ
მაგ მად მავ მაზ მაი მაკ მალ მამ მან მარ მას მატ მაც მახ მაჰ

მაზდეანობა

It. Mazdeismo
სპარსეთში, ზოროასტრიზმამდე გავრცელებული რელიგია. მაზდეანობის თანახმად, ქვეყნად არსებული ბოროტება არ შეიძლებოდა ყოფილიყო შექმნილი მაზდას („ბრძენი უფალი“) მიერ. ამიტომაც ბოროტებას ავი ღმერთი – ანგრა მაინიუ – ქმნის, რომელიც სამყაროს დასასრულს ყოველგვარ ძალაუფლებას მთლიანად დაკარგავს. სავარაუდოდ მაზდეანობამ – საკმაოდ რთულმა რელიგიამ – განვითარების მრავალი სტადია განვლო: წინაზოროასტრიულ ფაზას მოყვა ზოროასტრიული, ისლამის გავრცელების შემდეგ კი მაზდეანობის მიმდევრები ინდოეთში გამოჩნდნენ, სადაც ეს რელიგია უფრო მონოთეისტური განხრით განვითარდა.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9