A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

მა მგ მე მთ მი მკ მნ მო მრ მს მუ მფ მქ მღ მშ მც მწ მხ
მაგ მად მავ მაზ მაი მაკ მალ მამ მან მარ მას მატ მაც მახ მაჰ

მაკაბელთა წიგნი

Etym. ებრ. maqqabhah (მნიშვნელობა დაუზუსტებელია) „ჩაქუჩი“ ან „იაჰვეს მიერ განსაზღვრული“
It. Maccabei, libri dei
ანტიოქე IV ეპიფანიელთან ბრძოლაში ებრაელთა წინააღმდეგობის გმირის, იუდას მეტსახელი, რომელიც შემდეგ ოჯახის ყველა წევრის აღსანიშნავად გამოიყენებოდა. ესაა ძველი აღთქმის სხვადასხვა ავტორის ორი არაკანონიკური წიგნი, სრულიად განსხვავებული ერთმანეთისაგან მიზნისა და გამოსახვის საშუალებათა მიხედვით. პირველ წიგნში (1 მაკ.) მოთხრობილია იუდეველთა წინააღმდეგობა ძალდატანებითი ელინიზაციის პროცესისადმი, რომელიც ორმოცი წლის მანძილზე გაგრძელდა, ქრისტემდე 175 წლიდან (ანტიოქე ეპიფანიელის ტახტზე ასვლის წელი) ქრისტემდე 135 წლამდე (ამ წელს გარდაიცვალა სიმონი, იუდა მაკაბელის უკანასკნელი ძმა). პირველ წიგნზე ადრე ბერძნულ ენაზე დაწერილი მაკაბელთა მეორე წიგნი (2 მაკ.) იუდეაში ქრისტემდე 175 წლიდან 160 წლამდე მომხდარ ფაქტებს მოიცავს. ამგვარად ეს წიგნი არა მაკაბელთა პირველი წიგნის გაგრძელება, არამედ პირველ წიგნში ნახსენები ფაქტების ერთგვარი საგანგებო წარმოდგენაა. თხრობა უფრო ქადაგების და არა ისტორიული აღწერილობის ხასიათს ატარებს და შეიცავს მდიდარ სამოძღვრო სწავლებას, რაც ძველი აღთქმისეული გამოცხადების გავრცობა-განმარტებას უწყობს ხელს (მაგალითად, ტექსტში გავრცობილია სამყაროსა და ადამიანთა შემოქმედი ღმრთის ცნება).
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9