A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

მა მგ მე მთ მი მკ მნ მო მრ მს მუ მფ მქ მღ მშ მც მწ მხ
მაგ მად მავ მაზ მაი მაკ მალ მამ მან მარ მას მატ მაც მახ მაჰ

მალაბარელნი

It. Malabaresi
ინდოეთის რეგიონ მალაბარში მცხოვრები სირიულ-აღმოსავლური (ან ქალდეური) წესის კათოლიკეები. უძველესი ტრადიციის თანახმად, ეს საკრებულო მოციქულმა თომამ დააარსა, შესაძლოა, იმ დამოკიდებულების გასამართლებლად, რომელიც ედესის საკრებულოსთან ჰქონდა II საუკუნიდან მოყოლებული. მალაბარელთა შესახებ ზუსტი ცნობები XV საუკუნის დასასრულიდან, ანუ ინდოეთში პორტუგალიელ მისიონერთა ჩასვლის დროიდან არსებობს. 1923 წელს პიუს XI-მ დააარსა სირიულ-მალაბარიული პროვინცია, 1956 წელს კი მეორე ასეთი პროვინცია დაარსდა.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9