A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

სა სე სვ სი სკ სნ სო სპ სტ სუ სქ სხ
საა საბ საგ სად საე სავ საზ სათ საი საკ სალ სამ სან საპ სარ სას სატ საფ საქ საღ საყ საშ საც საძ სახ

სამება

Etym. გვიანლათ. trinitas
It. Trinità
სამების ცნება გამოხატავს ერთი ღმრთის საიდუმლოებას (რჯლ. 6:4; ეს. 45:5), რომელიც სამ პიროვნებადაა – მამა, ძე და სული წმიდა – გამოცხადებული. ძველ აღთქმაში იგი მხოლოდ სიმბოლურადაა წარმოჩენილი, მკაფიოდ კი ახალ აღთქმაშია გამოცხადებული (მათ. 3:16, შმდ.; 28:19; მარკ. 1:10, შმდ.; ლუკ. 1:35; 3:22; საქმ. 2:33; 20:27), სადაც პავლე და იოანე სამერთიანი ლოცვისა და სარწმუნოების ფორმულებით გამოხატავენ მას (შდრ. 1 კორ. 12:4-6; 2 კორ. 13:13; იოან. 14:17.21.23.26; 15:26; 16:7.13.17). ქრისტიანულმა ტრადიციამ რწმენის ეს ჭეშმარიტება პირველივე ხანებიდან მიიღო. „დიდაქე“ (I საუკუნის მეორე ნახევარი) გვირჩევს, რომ ნათლისღება უნდა აღსრულდეს „მამის, ძისა და სული წმიდის სახელით“; მსგავსი ხასიათისაა იუსტინეს, ირენეოსისა და ტერტულიანეს განცხადებები (II საუკუნე), რაკი „კათოლიკური სარწმუნოება მდგომარეობს ერთადერთი ღმრთის მხოლოდ სამებაში თაყვანისცემაში, სამება კი – ერთობაშია, პიროვნებათა აღრევისა და მათი არსის დაცალკევების გარეშე: სხვაა მამა ღმრთის პიროვნება, სხვა – ძისა და სხვა – სული წმიდისა, მაგრამ ერთადერთია ღმრთაებრიობა მამის, ძისა და სული წმიდისა, თანაბარი დიდება, მარადიული – სიდიადე“ (სიმბოლო Quicumque, DS, 75). მაშასადამე, წმიდა სამების საიდუმლოება ქრისტიანული სარწმუნოებისა და ცხოვრების მთავარი საიდუმლოებაა, რომელშიც თანაზიარებისაკენ არიან მოხმობილნი, ნათლობის მადლით, მორწმუნენი რწმენის ბურუსსა და, სიკვდილის შემდეგ, მარადიულ ნათელში (შდრ. CCC, 232-267).
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9