A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

მა მგ მე მთ მი მკ მნ მო მრ მს მუ მფ მქ მღ მშ მც მწ მხ
მაგ მად მავ მაზ მაი მაკ მალ მამ მან მარ მას მატ მაც მახ მაჰ

მანანი

Etym. ებრ. man hu? „რა არის ეს?“
It. Manna
საკვები, რომლითაც, ბიბლიის თანახმად, ებრაელი ხალხი იკვებებოდა უდაბნოში ხეტიალისას (გამ. 16:14.21; რიცხვ. 11:7, შმდ.; იესო. 5:12). სინაის ნახევარკუნძულზე ხარობს 6-7 მეტრი სიმაღლის ხე tamarix mannifera. მაისიდან აგვისტომდე მისი ნორჩი ტოტები გამოყოფენ ტკბილ ნივთიერებას, რომელიც ღამის გრილ ჰაერთან შეხებისას მკვრივდება და პატარა მარცვლების ფორმას იღებს. ამ მანანს არაბები დღესაც აგროვებენ, დილით ან საღამოს, რადგანაც დღისით, მზის სხივთა მხურვალება მარცვლებას ადნობს. ნივთიერება ბაცი ფერისაა, თაფლის მსგავსი გემო და მაღალი საკვები ღირებულება აქვს. მას მიირთმევენ როგორც ბუნებრივი სახით, ისე ფქვილთან ერთად გამომცხვარს. სასარგებლო თვისებათა გამო ისრაელი ხალხი მანანს ღმრთის განსაკუთრებულ ძღვნად მიიჩნევდა (გამ. 16:17). ახალ აღთქმაში მანანი ევქარისტიის სიმბოლოა, სიცოცხლეს მომნიჭებელი ნამდვილი ზეციური პური (იოან. 6:31, შმდ.).
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9