Etym. არამ. manda „ხილვა“, „გაცნობა“ გნოსტიკური სექტის წარმოშობით პალესტინელი მიმდევრები (მათ უწოდებენ აგრეთვე „წმიდა იოანე (ნათლისმცემლის) მოწაფეებს“), რომლებიც სამხრეთ ერაყსა და ირანში ცხოვრობენ. სექტაში იოანე ნათლისმცემელს ხსნის საგანგებო შუამავლად მიიჩნევენ და განსაკუთრებულ როლს ანიჭებენ ნათლობასა და განბანის წესებს. სექტის წარმოშობის შესახებ ზუსტი ცნობები არ არსებობს. მანდეველებს სწამთ სინათლის დიდ მეუფედ წოდებული, ანგელოსებით გარშემორტყმული აბსოლუტური ღმერთი, რომელსაც უპირისპირდება ბოროტი სულისა და მის მიერ შექმნილი შვიდი პლანეტის სამყარო.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4