Etym. არამ. „უფალო ჩვენო, მოდი“, „ჩვენი უფალი მოდის“ It. Maràna-tà/ Maràn-athà პალესტინურ საკრებულოთა ლიტურგიული შეძახილი. წმიდა პავლემ ის კორინთელთა მიმართ პირველი წერილის დასასრულს გამოიყენა. გვხვდება, აგრეთვე, იოანეს გამოცხადებაში, დასკვნითი მოხმობის სახით: „მოდი, უფალო იესო“ (გამოცხ. 22:20).
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4