A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

მა მგ მე მთ მი მკ მნ მო მრ მს მუ მფ მქ მღ მშ მც მწ მხ
მაგ მად მავ მაზ მაი მაკ მალ მამ მან მარ მას მატ მაც მახ მაჰ

მართლმადიდებელი ეკლესიები

It. Ortodosse, Chiese
აღმოსავლური ეკლესიები თავს მართლმადიდებელ ეკლესიებს უწოდებენ და ეს სახელწოდება ძველი ეკლესიის სამოძღვრო დებულებებისადმი მათს ერთგულებას უსვამს ხაზს. კონსტანტინოპოლთან დაკავშირებული აღმოსავლური ეკლესიების მითითება მართლმადიდებლობაზე V საუკუნის შემდეგ დამკვიდრდა, ერეტიკულ ეკლესიათაგან (ნესტორიანული და მონოფიზიტური ეკლესიები) გამიჯვნისა და, აღმოსავლეთის სქიზმის (1054) შემდეგ, კათოლიკე ეკლესიასთან პოლემიკური დაპირისპირების მიზნით. ვატიკანის II კრებამ მძლავრი ბიძგი მისცა ეკუმენურ ურთიერთობებს მართლმადიდებელ ეკლესიებსა და ლათინურ ეკლესიას შორის და ხელი შეუწყო პაპ პავლე VI-ისა და კონსტანტინოპოლის პატრიარქ ათენაგორას ისტორიულ შეხვედრას (1964), რასაც 1054 წლის განკვეთის ურთიერთგაუქმება და ურთიერთშენდობა მოჰყვა შედეგად (1965). მართლმადიდებელთა და კათოლიკეთა შორის სამოძღვრო სხვაობანი მრავალრიცხოვანი არაა და უმთავრესად პაპის პრიმატისა და ფილიოკვეს თეოლოგიურ საკითხებს შეეხება. ორი ეკლესია თანხმდება საიდუმლოთა, ხსნის განზრახულობაში მარიამის როლის, ბიბლიური ეგზეგეზის, ეპისკოპოსთა სამოციქულო მემკვიდრეობითობისა და სხვა საკითხებზე.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9