A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

უა უბ უდ უკ ულ უმ უნ უპ ურ უს უტ უფ უც უწ უხ
უბი

უბიწო ჩასახვა

It. Immacolata Concezione
უბიწო ჩასახვის დიდი დღესასწაული, რომელიც 8 დეკემბერს იზეიმება, აღნიშნავს სარწმუნოების დოგმას, რომელიც პიუს IX-მ 1854 წლის 8 დეკემბერს გამოაცხადა ენციკლიკაში Ineffabilis Deus. ამ დოგმის თანახმად, „უნეტარესი ქალწული მისი ჩასახვის პირველივე წამს, ყოვლისშემძლე ღმრთის მიერ ბოძებული განსაკუთრებული მადლისა და უპირატესობის ძალით, კაცთა მოდგმის მხსნელი იესო ქრისტეს დამსახურებათა წინასწარი გათვალისწინებით დაცულ იქნა თავდაპირველი ცოდვის ყოველგვარი ლაქისაგან“. ეკლესია მუდამ იცავდა და ამტკიცებდა უბიწო ჩასახვის ჭეშმარიტებას: პირველივე საუკუნეებიდან წმიდა იუსტინე, წმიდა ირენეოსი და ტერტულიანე ამ მოსაზრებას იზიარებდნენ. მათ შეუერთდნენ წმიდა ამბროსი, წმიდა ავგუსტინე და წმიდა სოფრონიუსი, რომელიც VII საუკუნეში მარიამისადმი მიმართვაში აცხადებდა: „შენს გარდა, არავინ განწმედილა წინასწარ“ (Hor. II; PG 87/3; 3248). აღმოსავლეთში უბიწო ჩასახვის დღესასწაული პირველად დაახლოებით VII-VIII საუკუნეთა მიჯნაზე აღინიშნა. დასავლეთში XI საუკუნიდან მან ახალი შინაარსი შეიძინა და საბოლოოდ დამკვიდრდა XIV-XV საუკუნეებიდან, რაშიც დუნს სკოტის თეოლოგიურ მხარდაჭერასაც მიუძღვის წვლილი.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9