It. Incoronazione di Maria იკონოგრაფიული გამოსახულება, რომელიც წარმოადგენს ქალწულ მარიამის გვირგვინით შემკობას (ქრისტეს ან ყოვლადწმიდა სამების მიერ). ხაზს უსვამს მარიამის სადედოფლო ღირსებას (რომლის ლიტურგიული მოხსენიების დღეა 22 აგვისტო) და მის დიდებით შესვლას ნეტართა საუფლოში. ეს გამოსახულება XIII საუკუნიდან გავრცელდა. მარიამის გვირგვინით შემკობა, აგრეთვე, სავარდის მეხუთე – დიდების საიდუმლოებაცაა. მარიამის გამოსახულებათა თუ ქანდაკებათა ძვირფასი გვირგვინით შემკობა 1600 წლიდან გავრცელდა ქალწულ მარიამის მიმართ თაყვანისცემის ნიშნად.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4