1921 წელს დუბლინში ფრანკ დუფის მიერ (†1980) დაარსებული საეროთა ორგანიზაცია, რომლის მიზანიც ადამიანის პიროვნული განწმედა და მოციქულობაა. დღეს ორგანიზაცია მთელ მსოფლიოშია გავრცელებული. პიუს XI-მ, პიუს XII-მ და იოანე XXIII-მ მნიშვნელოვანი შეფასება მისცეს მის საქმიანობას. ორგანიზაციის უმაღლესი ორგანოა ლეგიონის საბჭო (Concilium Legionis), რომელსაც ექვემდებარება სენატი, კომიტეტები, კურიები და დირექტორები. ცალკეულ ჯგუფთა ყოველკვირეული შეკრებები ლოცვასა და სასულიერო საკითხავს ეყრდნობა.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4