მარიამისადმი მიძღვნილი წელი. ის გამოაცხადა 1954 წელს პაპმა პიუს XII-მ, ქრისტეს დედის განსაკუთრებული სიწმიდის ხაზგასასმელად, რომელიც მისი უბიწოდ ჩასახვისა (რაც ზუსტად ერთი საუკუნით ადრე იქნა განსაზღვრული) და ზეცად აღყვანების საიდუმლოებებით გამოიხატება. იოანე პავლე II-მ ენციკლიკით „Redemptoris Mater“ დაამტკიცა მარიამის ახალი წელი, 1987 წლის 7 ივნისის სული წმიდის გარდამოსვლის დღესასწაულიდან 1988 წლის 15 აგვისტომდე, ქრისტეს მხსნელ ქმედებაში მარიამის დედობრივი თანამონაწილეობის მნიშვნელობის მიმართ ყურადღების მისაპყრობად.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4