Etym. ბერძ. déuteros + nómos „მეორე კანონი“ ხუთწიგნეულის შემადგენელი მეხუთე წიგნი. შედგება ხალხისადმი მიმართული მოსეს სამი დიდი საუბარი-ქადაგებისაგან, რომელთა მიზანია მათთვის წარსულის მოვლენების შეხსენება და, უმთავრესად, მოწოდება, მუდამ უერთგულონ თავიანთ ღმერთთან დადებულ აღთქმას. რჯულის წიგნის დასასრულს მოყვანილია დანართი, რომელშიც მოსეს უკანასკნელი საქმეებია მოთხრობილი. მეორე რჯული სამარიის სეპარატისტული სამეფოს დაცემის შემდეგ (ქრისტეს შობამდე 722 წ.) იერუსალემში დამკვიდრებული ლევიტელთა თეოლოგიური სკოლის ნაშრომია. ის მიზნად ისახავს არა მხოლოდ ინსტიტუციათა რეფორმას, რომელთა იდეურ ცენტრსაც წარმოადგენს იერუსალემის ტაძარი, არამედ უმთავრესად შინაგან მოქცევას (რჯლ. 10:16).
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4