A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

მა მგ მე მთ მი მკ მნ მო მრ მს მუ მფ მქ მღ მშ მც მწ მხ
მიდ მით მილ მიმ მინ მირ მის მიტ მიქ მიშ მიძ მიწ

მინიმები

It. Minimi
გლახაკთა რელიგიური ორდენის წევრები, რომელიც 1435 წელს წმიდა ფრანცისკე დი პაოლამ დააარსა სახელწოდებით „წმიდა ფრანცისკე ასიზელის განდეგილები“ (Ordo minimorum sancti Francisci de Paula). „მინიმები“ მათ 1492 წელს ალექსანდრე VI-მ უწოდა. ორდენი თავდაპირველად, 1474 წელს სიქსტე IV-მ დაამტკიცა, შემდეგ, 1492 წლის 24 თებერვალს - ალექსანდრე VI-მ, საბოლოოდ კი, 1506 წლის 28 ივლისს – იულიუს II-მ. ორდენის წევრები ფრანცისკული ორდენის ზედმიწევნით მკაცრი წესის შესრულებისაკენ ისწრაფვიან და, ტრადიციული სამი აღთქმის გარდა, დებენ, აგრეთვე, მეოთხე აღთქმას. ესაა „მუდმივი დიდმარხვა, რისთვისაც საზეიმოდ იღებენ ვალდებულებას, წელიწადის განმავლობაში ყოველდღიურად დაიცვან დიდმარხვისთვის განსაზღვრული ნორმები“.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9