Etym. ლათ. absolvere „განთავისუფლება“, „დახსნა“ აქტი, რომლითაც აღსარების მიმღები სინანულის ანუ შერიგების საიდუმლოში იესო ქრისტესა და ეკლესიის სახელით მონანიეს ჩადენილ ცოდვათაგან მიტევებულად ადგენს და აცხადებს. აღსარების წესის აღსრულება მხოლოდ ღმრთისმსახურს შეუძლია (CIC, კან. 965).
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4