A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

წა წე წი წმ წყ
წინ წირ

წინასწარმეტყველთა წიგნები

Etym. ლათ. propheticus, ნაწარმოებია ბერძნულიდან prophetikos
It. Profetici, libri
ძველი აღთქმა, გარდა ისტორიული და სიბრძნის წიგნებისა, შეიცავს წინასწარმეტყველთა წიგნებსაც, რომლებიც არსებით წყაროს წარმოადგენს ხსნის ისტორიის შესაცნობად. წინასწარმეტყველთა წიგნებს ჩვეულებრივ დიდ და მცირე - ანუ თორმეტ - წინასწარმეტყველთა წიგნებად ყოფენ. დიდი წინასწარმეტყველნი არიან: ესაია, იერემია, ეზეკიელი, დანიელი, ხოლო მცირე წინასწარმეტყველნი კი: ოსია, იოველი, ამოსი, აბდია, იონა, მიქა, ნაუმი, აბაკუმი, სოფონია, ანგია, ზაქარია, მალაქია. გარდა ამისა, შესაძლებელია წინასწარმეტყველთა წიგნებში გადმოცემული ფაქტების უფრო სარწმუნო ქრონოლოგიური თანმიმდევრობის გაყოლა. ამგვარად, ჩვენი ყურადღების არეალში ქრისტემდე VIII საუკუნიდან V-IV საუკუნემდე დროის პერიოდი ექცევა. ისტორიულად ეს პერიოდი ხასიათდება მოვლენებით, რომლებმაც ღრმა დაღი დაასვეს ცალკეულ წინასწარმეტყველთა პიროვნებასა და მოღვაწეობას. თითეული წინასწარმეტყველის სახასიათო თვისებებს განსაკუთრებით ერთი მოვლენა ააშკარავებს: განდევნა. ამგვარად, წინასწარმეტყველები მნიშვნელოვანი ისტორიულ-ქრონოლოგიური ნიშნით შეიძლება დავყოთ: ერთი მხრივ, განდევნამდელი წინასწარმეტყველები, მეორე მხრივ კი, ისინი, ვინც განდევნა და სამშობლოში დაბრუნება პირადად განიცადა. წინასწარმეტყველთა პირველ ჯგუფს განეკუთვნებიან (VIII საუკუნე — 587 წ. ქრისტემდე): ამოსი, ოსია, ნაუმი, აბაკუმი, პირველი ესაია, მიქა, სოფონია, იერემია. განდევნის ხანის წინასწარმეტყველნი (587 — 538 წწ. ქრისტემდე): ეზეკიელი, მეორე ესაია, დანიელი; განდევნის შემდგომი ხანის წინასწარმეტყველნი (538 — 450 წწ.): ანგია, ზაქარია, მესამე ესაია, აბდია, მალაქია, იოველი, იონა. ამგვარი დაყოფა გვეხმარება ცალკეულ მოღვაწეთა კულტურულ-ისტორიულ-რელიგიური კონტექსტის გასაგებად და მათი უწყების უმთავრესი თემატიკის ჩასაწვდომად.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9