A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ია იგ იე ივ ილ იმ ინ იო ირ ის იტ იუ იღ იჯ
იგა

იგავნი

It. Proverbi, libro di
ძველი აღთქმის წიგნი. ყველაზე ვრცლად წარმოადგენს ისრაელის სიბრძნეს და დაახლოებით ხუთი საუკუნის ამსახველ მასალას მოიცავს (ქრისტემდე X-V საუკუნეები). წიგნი სხვადასხვა ავტორისა და ეპოქის იგავთა ცხრა წყებისაგან შედგება. მიუხედავად სათაურისა – „სოლომონის იგავები“ (იგავ. 1:1), ისრაელის ბრძენ მეფეს უმთავრესად იგავთა ორ ძირითად წყებას – II-სა და IV-ს მიაწერენ, რომელთა ირგვლივაცაა დაჯგუფებული უფრო მცირე წყებანი. წიგნში თავმოყრილი გამონათქვამების უდიდესი ნაწილი მართლაც იგავურ-ანდაზურ თქმებს წარმოადგენს: ესაა მოკლე მაქსიმები, შედგენილი გარითმული ორი მუხლისაგან (ორტაეპედი), რომელთაც რამე ხატი ან შედარება უდევს საფუძვლად. იგავ-ანდაზა ასახავს ადამიანის გამოცდილებას, ცხოვრებისეულ ვითარებას. აღსანიშნავია, რომ ებრაული სიტყვა „მაშალ“, გადმოთარგმნილი როგორც „იგავი“, შინაარსობრივად უფრო ვცელია და აღნიშნავს იგავს, ალეგორიას, სატირას და ზნე-ჩვეულებათა სურათს. წიგნის მთავარი განწყობა შეიძლება განისაზღვროს, როგორც მშვიდი ოპტიმიზმი, იმ თვალსაზრისით, რომ ადამიანი მასში ასახულია ისეთ ვითარებაში, სადაც მას შესაძლებლობა ეძლევა, ცხოვრებისეული წარმატების მისაღწევად საჭირო არჩევანი გააკეთოს და სწორი გადაწყვეტილება მიიღოს. ადამიანი თავადაა საკუთარ თავზე პასუხისმგებელი. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია პირველი ნაწილი (თთ. 1-9), რომელიც წიგნის ერთგვარ ვრცელ შესავლად შეიძლება მივიჩნიოთ. ამ ნაწილში ავტორი გვთავაზობს სიბრძნის სიმბოლურ განსახიერებას, რომელიც მკითხველს თავის სასწავლებელში იწვევს და თავს აცნობს სამყაროსა და ადამიანის სიცოცხლის გასაღებთა მპყრობლად, რადგან ღმრთისგანაა და შექმნის ჟამს შუამავლისა და გამგებლის როლს ასრულებდა. ამ სიბრძნის ერთადერთი სურვილია, რომ ადამიანმა მიიღოს ის, თუმცა მისთვის სამეცნიერო ხასიათის მითითებათა მიცემა კი არ სურს, არამედ მისი მიმართვა იმ რეალობის შესაცნობად და გასააზრებლად, რომელშიც ადამიანი ცხოვრობს, ისე, რომ მან ამ რეალობაში ღმერთთან შეხვედრა შეძლოს: „რადგან ჩემმა მპოვნელმა სიცოცხლე ჰპოვა და წყალობა მიიღო უფლისგან“. (იგავ. 8:35).
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9