Etym. ბერძ. hieratikós, ნაწარმოებია სიტყვიდან hierásthai „კულტისადმი მიძღვნილი“, შემდეგ ლათ. ჰიერატიცუს „სამღვდელმსახურებო“, „წმიდა“ ტერმინი აღნიშნავს ყოველივე საზეიმოსა და ზეშთაგონებული ხასიათისას (ფიგურა, დამოკიდებულება და სხვ.). ასევე ეწოდება ეგვიპტური იეროგლიფების გამარტივებულ დამწერლობას, რომელიც ჩვეულებრივად გამოიყენებოდა ქრისტეს შობამდე VII საუკუნემდე, დემოტიკური დამწერლობის შემოღების შემდეგ კი მას მხოლოდ პაპირუსზე რელიგიურ ტექსტთა შესასრულებლად მიმართავდნენ.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4