A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ია იგ იე ივ ილ იმ ინ იო ირ ის იტ იუ იღ იჯ
იეზ იერ იეს იეჰ

იერონიმელნი

It. Gerolamiti/Geronimiti
რელიგიური კონგრეგაციის წევრები, რომლის სახელწოდება წმიდა იერონიმეს სახელიდან მომდინარეობს. მისდევენ ავგუსტინესეულ წესდებას, რომელიც მათი გაერთიანების დამაარსებლის, წმიდა იერონიმეს ნაწერებიდან აღებული დანართებითაა შევსებული. მათი მთავარი საქმიანობა სულებზე ზრუნვა და სამეცნიერო კვლევა იყო. თავდაპირველად იერონიმელთა ოთხი კონგრეგაცია არსებობდა. საწყის ბირთვს სახელწოდებით „წმიდა იერონიმეს ესპანელი განდეგილები“ შეადგენდნენ ფრანცისკელთა მესამე ორდენის იტალიელი განდეგილები, რომლებიც ტოლედოს მახლობლად, ლუპიანას მონასტერში ცხოვრობდნენ. ეს გაერთიანება პიეტრო ფერნანდეს პეკამ ჩამოაყალიბა, 1373 წელს ის პაპმა გრიგოლ XI-მ სცნო ორდენად. 1375 წელს, მარია გარსიას თაოსნობით, აღმოცენდა იერონიმელთა ორდენის მონაზონ ქალთა შტოც, რომელიც ძირითადად ესპანეთში გავრცელდა.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9