A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ია იგ იე ივ ილ იმ ინ იო ირ ის იტ იუ იღ იჯ
იეზ იერ იეს იეჰ

იესო ნავეს ძის წიგნი

It. Giosue, libro di
წიგნის სახელწოდება მომდინარეობს მისი მთავარი გმირის, იესო ნავეს ძის სახელიდან, რომელიც ნიშნავს „იაჰვე იხსნის“. იგი მოსეს მემკვიდრეა, ვინც ისრაელი ხალხი აღთქმულ მიწაზე მიიყვანა. ქრისტიანულ კანონში იესო ნავეს ძის წიგნი მიჩნეულია პირველ ისტორიულ წიგნად, ებრაულ კანონში კი ძველ წინასწარმეტყველთა პირველ წიგნად. ნაწარმოები სამ ნაწილად იყოფა. პირველი ნაწილი (იესო 1-12) ისრაელთა ქანაანში შესვლისა და მათ პირველ დაპყრობათა შესახებ მოგვითხრობს, მეორე ნაწილი (13-21) აღწერს ქანაანის ტერიტორიულ დაყოფას ისრაელის 12 ტომს შორის, მესამე ნაწილი (22-24) კი ეპილოგის ფუნქციას ასრულებს. მასში აღწერილია იესო ნავეს ძის დასკვნითი სიტყვა და შექემის დიდი თავყრილობა, რომლის დროსაც ტომებმა ერთმანეთთან რელიგიური შეთანხმება დადეს. დღევანდელი სახის მიღებამდე წიგნმა ჩამოყალიბების ხანგრძლივი და რთული პროცესი გაიარა, საბოლოო ფორმა მან ქრისტიანული ხანის დადგომამდე მცირე ხნით ადრე მიიღო.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9