A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

აბ აგ ად ავ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას აუ აფ აქ აღ ახ
ასკ ასუ

ასუნციონისტები

Etym. იტალ. Assunzione „აღყვანება“
It. Assunzionisti
მოწესე მამაკაცები და ქალები, წევრები ერთ-ერთი იმ რელიგიური კონგრეგაციისა, რომლის სახელწოდებაც მარიამის აღყვანებას უკავშირდება. მამაკაც მოწესეთა კონგრეგაცია (ასუნციონისტები ანუ ავგუსტინელი ასუნციონისტები) 1845 წელს ე. დ’ალცონმა დააარსა, ის დამტკიცებული იქნა 1864 წელს. მოწესე ქალთა კონგრეგაციებია: მარიამის აღყვანების დები ან ქალბატონები (1839), მარიამის აღყვანების მონაზვნები (ობლატები) (1862) და მარიამის აღყვანების მცირე დები (1865). ასუნასუნციონისტთა კონგრეგაცია მიზნად ისახავს ქრისტიანული მოძღვრების დაცვას ბეჭდვითი სიტყვის მეშვეობით (La Croix, Documentation catholique...); მის წევრთა მოღვაწეობის სფეროებია, ასევე, სასკოლო სწავლება, მომლოცველობა და მისიონერული საქმიანობა (აღმოსავლეთში).
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9