A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ია იგ იე ივ ილ იმ ინ იო ირ ის იტ იუ იღ იხ იჯ
იეზ იერ იეს იეჰ

იესო ქრისტეს ცდუნებანი

It. Tentazioni di Gesù Cristo
სახარებებში აღწერილია ქრისტეს მიერ უდაბნოში გატარებული მარტოობის პერიოდი, რომლის შემდეგაც სატანამ სამჯერ სცადა მისი ცდუნება და ღმრთისადმი მისი შვილობრივი გრძნობის გამოცდა (მათ. 4:1-11; მარკ. 1:12-13; ლუკ. 4:1-13). იესო უკუაგდებს ცდუნებებს და წარმოგვიდგება, როგორც ახალი ადამი, ღმრთის მსახური, ყოველივეში მამა ღმრთის მორჩილი და ეშმაკისა და ბოროტების დამმარცხებელი (შდრ. CCC, 538-540).
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9