A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ია იგ იე ივ ილ იმ ინ იო ირ ის იტ იუ იღ იხ იჯ
ივდ

ივდითის წიგნი

It. Giuditta, libro di
ძველი აღთქმის მეორადკანონიკური წიგნი, რომლის სახელწოდებაც მთავარი მოქმედი გმირი ქალის – ივდითის სახელიდან მომდინარეობს, რომელიც გასაოცარი ხერხით შეძლო იუდეისა და წმიდა ქალაქის გათავისუფლება ღმრთის მოქიშპე მზაკვარი მტრისგან. წიგნი სამ ნაწილადაა დაყოფილი. პირველ ნაწილში (ივდ. 1-3) ვეცნობით საფრთხეს, რომელიც მტრულად განწყობილი მეფე ნაბუქოდონოსორის სამსახურში მყოფი ასირიული ჯარისგან ემუქრება იუდეის ხალხს. წიგნის მეორე ნაწილი (4-8) აღწერს იუდეველთა ჩაგვრას, რომელნიც, საბოლოოდ ძალაგამოცლილნი, ქალაქის ჩაბარებას ითხოვენ. მაგრამ ივდითი წინააღმდეგობის გაგრძელებისაკენ მოუწოდებს მათ. მესამე ნაწილში (9-16) ივდითის გაბედული საქციელის შედეგად მიღწეული გამარჯვებაა აღწერილი: ის მოტყუებით ახერხებს თავი მოჰკვეთოს მტრის ლაშქრის მეთაურს, ოლოფერნს. მონათხრობი ცხადად გვიჩვენებს, თუ როგორ ეხმარება ღმერთი მორჩილებსა და უპოვართ. ღმერთი მათ არგუნებს გამარჯვებას, ვისაც ყოველგვარი იმედი ჰქონდა გადაწურული. ეს შესანიშნავი ნაწარმოები მაკაბელთა პერიოდში დაიწერა, დაახლოებით ქრისტეს შობამდე II საუკუნის შუაწლებში.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9